ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის დღეებში ტაძრებში დაცული იქნას რეკომენდაციები - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღდგომის დღესასწაულზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია აღდგომის წინა დღეების ეპიდსიტუაციაზე.

გამყრელიძის ინფორმაციით, შედგება საპატრიარქოსთან და სთხოვენ მათ, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იქნას რეკომენდაციები.

„იქნება საპატრიარქოსთან კონსულტაციები. ჩვენი თხოვნაა, რომ აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცული იქნას რეკომენდაციები.

ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება.

2 მაისს არის აღდგომა, ამ დროს თბილა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ, იქაც დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ვირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცული იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.