ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - მინისტრი

პუბლიკა

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. 9 ადამიანია გარდაცვლილი. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, დანარჩენი კი სრულწლოვანი.

გომელაურის თქმით, მშენებელები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება ჩამოიშალოს კორპუსის რაღაც ნაწილი. მისი თქმით, მშენებლები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია, მანამდე კი სამუშაოები შეჩერდება.

„მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს რაღაც ნაწილი… ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ან სინკარების ჩამოხსნა. ამას მშენებლები გადაწყვეტენ“ – განაცხადა მან.