ტელეკომპანია „TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ წევრები მათ გადამღებს ჯგუფს თავს დაესხნენ.
თავდასხმა ქარელის მუნიციპალიტეტში მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
„თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ.
გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც“, – ჰყვება ტელეკომპანიის ჟურნალისტი.
„TV მონიტორინგმა“ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.