ჩვენს გუნდს რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის - კლუბი თელავი

პუბლიკა

თელავის საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გუნდის მთავარი მწრთვნელის თანამდებობაზე რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო დაინიშნა.

განცხადება კლუბმა სოციალურ ქსელში 13 იანვარს გაავრცელა.

აქამდე ვასილენკო ვლადიკავკაზის „ალანიას” მთავარი მწვრთნელი იყო.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, მშობლიურ „სტავროპოლში” დაიწყო, მერე ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორი ებარა, შემდგომ –  „ჟემჩუჟინა”, „სატურნი”, ბელარუსის მინსკის „დინამო”, „კრასნოდარი”, „ანჟი”, „ურალი”, „სოჩი”, ლატვიის „რფს რიგა”, ლიეტუვას „ტრაკაი”, კალინინგრადის „ბალტიკა” და ამ კლუბებში უმეტესწილად მთავარ მწვრთნელად იდგა, გუუს ჰიდინკის თანაშემწედ კი მახაჩყალის „ანჟიში” 2012/2013 წლების სეზონში მუშაობდა.