ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საკმარისია, რათა გაუქმდეს პროპორციული არჩევნები - კორძაია

პუბლიკა

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ბლოკის, ენმ-ძალა ერთობაშიას,  წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა სადაც ისაუბრა იმ დარღვევებზე, რასაც მისი ბლოკი ასაჩივრებს.

“ამ წუთის მონაცემებით, ჩვენი ბლოკის მიერ მომზადებულია 853 საჩივარი. ეს საჩივრები უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ეხება.

გარდა ამისა ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა, პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები, და ბათილი ბიულეტენების ოდენობა აღემატება 3,5%-ს. რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა.

შემიძლია სანიმუშოი მაგალითად მოგიყვანოთ, რომ ნინოწმინდის ერთ-ერთ უბანზე 203 ბიულეტენი გაბათილდა.

ცესკოს საიტზე ატვირთლი შემაჯამებელი ოქმებიდან 3491 ოქმიდან შესწორების ოქმი შედგა 615 შემთხვევაში. რაც 17.6 5-ს შეადგენს.

მაჟორიტარული სემაჯამებელი ოქმებიდან 3445 ოქმიდან შესწორებულია 590 ოქმი, რაც 17,1%-ია.

ამის გარდა ჩვენს ხელთ არის უამრავი ოქმი, სადაც მონაცემები ერთმანეთს ვერ ედრება. გვაქვს უფრო მძიმე ოქმებიც, რომელზეც ხვალ შევატყობინებთ საზოგადოებას.

იმ ვითარებაში, რომ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო. ძალიან რთულია სამართლიან შედეგებზე საუბარი. თუმცა ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ქვეყანაში სადაც გვექნება სასამართლოს იმედი, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პროპორციული სისტემით ჩატარებული არცევნები, და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა” – ამბობს თამარ კორძაია.