ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ დღეს მათ კლინიკაში დამატებული 2 ახალი შემთხვევა შიდა გავრცელების შედეგია.
„კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ გადმოუყვანიათ, თუმცა ამ წუთისთვის საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.