ჩვენს კლინიკაში კრიტიკულად არც ერთი პაციენტი არ ფასდება, საყურადღებოა მხოლოდ 4 – სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს. მისი თქმით, ეს პაციენტი ასაკობრივად რისკჯგუფში არ შედის და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„კლინიკაში სულ ამ ეტაპზე 55 პაციენტიდან 19 არის კორონავირუსზე დადასტურებული. აქედან 7 არის 18 წლამდე ასაკის პაციენტი. კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება. 4 საყურადღებო პაციენტია. არასრულწლოვნები საყურადღებო პაციენტებში არ არიან“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა თქვა, კლინიკაში 1 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, 3 – გარდაცვლილი.