დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა.
„გავრცელების პირველი სამეული ისევ იგივე რჩება – ეს არის ამერიკა 2 მლნ 800-მდე შემთხვევა, ბრაზილია – თითქმის ნახევარი მილიონი უკვე და რუსეთი – 400 ათასამდე შემთხვევა. ჩინეთმა, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება, მე- 17 ადგილზე ჩამოინაცვლა. იქ უკვე სტაბილურია მდგომარეობა, აღინიშნება მხოლოდ ერთეული ახალი შემთხვევები და სიტუაცია კონტროლირებადია.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, უშუალოდ 4 ქვეყანა, რომელიც გვესაზღვრება. ოთხივე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, განსაკუთრებით რუსეთში. ის უკვე მესამე ადგილზეა თავისი გავრცელებით, ასევე თურქეთშიც დაძაბული სიტუაციაა, თუმცა თურქეთში მეტად შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენციები. ასევე მზარდია ინფიციფირების რაოდენობა სომხეთში, სადაც 9 ათას მიაღწია და აზრებაიჯანში უკვე 5 200 შემთხვევაა.
ასევე მნიშვნელოვანია ის ქვეყნები, ვისთანაც ტრადიციული, საქმიანი ურთიერთობები გვაქვს – ბელარუსი, უკრაინა, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ჯერჯერობით ყველგან მატების ტენდენციაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლოს 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.