ჩვენთან გარდაცვლილ 3 პაციენტს უბრალო გრიპიც რომ ჰქონოდა, გადარჩენის შანსი ნაკლები იყო - ტურძელაძე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტების ქრონიკულ დაავადებებს.

მან აღნიშნა, რომ კლინიკაში მკურნალობს მძიმე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი აღარ აქვს, მაგრამ მისი მდგომარეობა რთულია.

„აი  ახლა დღეისათვის ჩვენ თითქოს უფრო წელგამართული ვართ {პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ}, რადგან ვიცით, რა დროს რა უნდა ვიხმაროთ, თუმცა ეს დაავადება ბევრ სიურპრიზს გვიწყობს ხოლმე, მაგრამ ამითაც ცოდნა გროვდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ თითოეულ პაციენტზე და იმედი მაქვს, ეს ცოდნა შედეგს გამოიღებს.

ჩვენთან, მაგალითად, 3 პაციენტი გარდაიცვალა.  იმ პაციენტებს უბრალო გრიპიც რომ დამართნოდა, ისეთი მძიმე დაავადებები იყო თანმხლები  ქრონიკული დაავადებები, რომ იქ  გადარჩენის შანსი ალბათ ნაკლები იყო.

ერთი პაციენტი გვყავს ახლა ბოჭორიშვილის კლინიკიდან გადმოყვანილი, უმძიმესი პაციენტი, 79 წლის, თუ არ ვცდები. ეს მამაკაცი ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზეა. უმძიმესია, მაგრამ, რადგან დრო გავიდა, ორჯერ ავუღეთ ანალიზი და უარყოფითია, ანუ პაციენტს ამ წუთში კორონა აღარ აქვს, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც ამ პაციენტებს აქვთ”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.