დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მათი გათვლით, დადებითი შემთხვევების დაახლოებით 90% უკვე „ომიკრონია“. მისივე ცნობით, ქვეყანაში იდენტიფიცირებულია „ომიკრონის“ ორივე ქვეშტამი.
„არსებობს „ომიკრონის“ ორი ქვეშტამი. ერთი, რომელმაც დაიწყო ცირკულაცია ნოემბერში, ე.წ. BA1 და შემდგომ გაჩნდა BA2. ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია, როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე სპეციფიკური PCR-ტესტებით.
როგორც საერთაშორისო ლიტერატურიდანაა ცნობილი, მეორე შტამს ახასიათებს კიდევ უფრო სწრაფი გადადების უნარი და შესაძლებელია, რომ ქვეყანში ეს სწრაფი ტალღა მასთან იყოს დაკავშრირებული. მაგრამ იგივე BA1-თან შედარებით, უფრო ნაკლები აგრესიულობა აქვს“, – ამბობს გამყრელიძე.