ჩვენთან პირბადის გამოყენება 55%-ზეა, მიზანი 95%-იანი მოხმარებაა – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში პირბადის ტარება შესაძლოა, ყველა სივრცეში სავალდებულო გახდეს.

„გაიზარდა ქვეყანაში პირბადის ტარების კულტურა. აშკარად ატყობთ ქუჩებში, რომ გაიზარდა, მაგრამ საკმარისი არაა.

გუშინ მივიღეთ ინფორმაცია და ორშაბათს მექნება ამაზე საუბარი. „healthmetric“ -ის, ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტმა ჩვენთვის სპეციალური პროგნოზის საფუძველზე გათვალა, რომ 55%-ზეა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი. ჩვენი სამიზნე 95%-ია.  არაა გამორიცხული, რომ პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს ყველგან. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე ნახავთ, რომ მნიშვნელოვნად განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, სხვა წესების დაცვასთან ერთად.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.