ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს ისევ ჩვენ ვეიმედებით - ივანიშვილი

პუბლიკა

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავუწბილოთ მათ ეს იმედი…“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გლდანში, პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის პატივს ცემს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს და მანვე დასძინა, რომ დრამატულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს.

„ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რას უქადის ეს არჩევნები ჩვენს სამშობლოს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 100 %-იანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ, რათა არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. ისინი ხომ, განსხვავებული ხედვის მიუხედავად, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი ძმები და დები არიან. გახსოვდეთ, საკუთარ ხალხს არ უბრაზდებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამინების დიდი ნაწილს ისევ ჩვენ ვეიმედებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავუწბილოთ მათ ეს იმედი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.