ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც 4 თვეა საქართველოში მიდის – ეზუგბაია საბურთალოს შემთხვევაზე

პუბლიკა

ვინ თქვა ასეთი ამბავი. მე არ ვიცი, რომ კორპუსი კარანტინშია. ალბათ, არა. მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, როგორც ყოველთვის, – ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საბურთალოზე ერთი-ერთი კორპუსი ოზოლაციაში მოაქციეს.

მისი თქმით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. მიმდინარეობს დადასტურებელი შემთხვევების კონტაქტების მოძიება. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც 4 თვეა საქართველოში მიდის.

„კვლევა გრძელდება. სიახლე ხომ არაა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება და კვლევა?! განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის გამოკვლევა მომხდარია. მათი ყველა კონტაქტის დაკვლევა ხდება, ანუ ჩარღმავებული კვლევა. ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას ყველა პაციენტის კვლევა ხდება. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომიერი პროცესი და ამ პროცესს ნუ მისცემთ განსაკუთრებულ სახეს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც 4 თვეა, საქართველოში მიდის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.