„ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესის დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ, ალბათ, ერთ წელში. ერთი წელი დაგვჭირდება, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. იმიტომ, რომ ამ ვირუსის შესახებ მართლა არავინ არ იცის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
იმნაძე ამბობს, რომ ვირუსთან გასამკლავებლად, რასაკვირველია, ყველა ელოდება ვაქცინას, თუმცა იმედოვნებს, რომ გაცილებით ადრე კორონავირუსზე მორგებული ანტივირუსული პრეპარატი შეიქმნება.
„რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით ვაქცინას. იმედია, ვაქცინაზე გაცილებით ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, ამ ვირუსზე უშუალოდ მოქმედი პრეპარატი. ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება ზაფხულშიც მოხდეს. ჩვენ ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა მსოფლიოსთვის იმიტომ, რომ ეს ვირუსი რაღაც ძალიან ძალიან უცნაურად იქცევა. უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა, სხვა გზა არ გვაქვს. თუ არ ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას, სხვანაირად არაფერი გამოვა“, – თქვა პაატა იმნაძემ.