ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი შეცვლის

პუბლიკა

ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას შეცვლის წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი. ამის შესახებ სინოდის წევრებმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადეს.

ერისკაცობაში – გიორგი ვლადიმერის ძე კაცია დაიბადა: 1972 წლის 26 აგვისტოს, ქ. სოხუმში.

პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით,  მღვდელმთავარი აღარ არის. პეტრე ცაავა გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მიზეზად „საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა და პიდარასტის მხილებას“ ასახელებს. მისივე თქმით, სინოდის თავმჯდომარის, პატრიარქის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

„ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“,  – განაცხადა ცაავამ პატრიარქზე