ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ ამჟამად კლინიკაში წევს 100-ზე მეტი ინფიცრებული ბავშვი.
„კლინიკაშია ასზე მეტი პაციენტი. მათგან 21 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია. სამი მათგანი სუნთქვით აპარატზე იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მათი მოხსნა სუნთქვის აპრატიდან.
ბავშვები, რომლებიც არიან ჩვილები და წლამდე ასაკის, კორონავირუსით, ძირითადად, ოჯახური კონტაქტებით ინფიცირდებიან. ამიტომ ძალიან მნიშივნელოვანია, ოჯახის ყველა წევრი იყოს ვაქცინირებული“, – ამბობს მაია ჩხაიძე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 25 692 ტესტი.
გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან თბილისში 518 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 325, კახეთში – 250.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო 7 დღის – 6,46%