ციხის დატოვების შემდეგ ერთ-ერთ პირველს ლევან ბერძენიშვილს დავურეკე - მერაბიშვილი

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ კითხვებს პასუხობს. ნიკა გვარამიამ მას 2007 წლის 7 ნოემბრის შესახებ შეკითხვები დაუსვა – იგეგმებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება ქვეყანაში? – ასევე ჰკითხა ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე – რატომ გამოქვეყნდა ლევან ბერძენიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერი? იყო თუ არა საჭირო ეს და შედიოდა თუ არა ბერძენიშვილი, მისი აზრით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებში? – მერაბიშვილმა უპასუხა, რომ არ შედიოდა და მან [მერაბიშვილმა] ციხის დატოვების შემდეგ დაურეკა ლევან ბერძენიშვილს.

„არ შედიოდა [სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს შორის], მე რომ გამოვედი ციხიდან, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, ეს იყო ლევან ბერძენიშვილი. რადგანაც მინდოდა მასთან საუბარი, რადგანაც მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი და მე მას, ახალმა პოლიტპატიმარმა ძველ პოლიტპატიმარს დავურეკე და ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში აზრები. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. მანაც მაპატია მე, ის რაც უნდა ეპატიებინა და მეც ვაპატიე, რადგან მე პოლიტპატიმარი გავხდი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.