„ცივი იარაღით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს“ - შსს-მ 5 არასრულწლოვანი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 5 არასრულწლოვანი დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.