ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

პუბლიკა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა ხელისუფლებამ უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქე თბილისს გადასცა.

როგორც Eko Kavkaza ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის 31 აგვისტოს ახალგორის რაიონის მიმდებარედ დააკავეს.

ე.წ. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ის პირველ სექტემბერს „ჯარიმების გარეშე გაათავისუფლეს”.