ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება - შსს

პუბლიკა

სოციალურ ქსელში ვრცელდება, სავარაუდოდ, თბილისში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამენ ძაღლს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.