ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეს მცხეთის რაიონულ სასამართლო განიხილავს.
დაკავებულ რვა პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.
პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარედგინა, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე 7 პირს.
„ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა”, – ამის შესახებ კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.