ისრაელი ადასტურებს, რომ მოკლულია „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი

პუბლიკა

CNN-ის ცნობით, ისრაელი შეერთებულ შტატებს უდასტურებს, რომ მოკლულია „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი.

მისი იდენტიფიცირება დნმ-ის პირველადი ტესტის მიხედვით მოხდა, ამბობს საკითხთან დაკავშირებული პირი.

სინვარის სიკვდილი დაადასტურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

ისრაელის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ დაინდობენ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის.

„იაჰია სინვარი მოკლულია, დავინდობთ ყველას, ვინც მძევლებს გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

მანამდე ისრაელის არმიის რადიოსადგურზე დაყრდნობით, CNN-მა დაწერა, რომ ხუთშაბათს დილით ისრაელის სამხედროებმა ერთ-ერთი შენობის ზედა სართულზე „საეჭვო მოძრაობა“ შენიშნეს და ესროლეს.

მოგვიანებით, ისრაელის არმიის რადიომ განაცხადა, რომ თავდასხმის არე დრონებით დაათვალიერეს და ნანგრევებში სინვარის სახე იცნეს.

მიიჩნევა, რომ იაჰია სინვარი 7 ოქტომბერს ისრალეზე თავდასხმის ორგანიზატორია. ის „ჰამასის“ ლიდერი აგვისტოში გახდა.