ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. ინფორმაციას თავად ბლოგერი ავრცელებს სოციალურ ქსელში, ხოლო თემო კიღურაძე წერს, რომ მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

„საქართველოში მისი მეუღლე და მეორე შვილი რჩება. სასაზღვრო პოლიციამ უარი თქვა არშეშვების მიზეზების განმარტებაზე. მეშვიდე საათია, სხედან აეროპორტის საკანში, არავინ ეკონტაქტება, საჭმელიც არ მოაქვთ. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება საოცარ ახალ სამყაროში”, – აღნიშნავს ის.

უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.