ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

პუბლიკა

ცნობილი ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. მათივე ცნობით, კარდენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სამხატვრო აკადემიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

კარდენის ოჯახმა სააგენტო France Presse-ს განუცხადა, რომ იგი პარიზის მახლობლად, ნეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კარდენმა საკუთარი მოდის სახლი 1950 წელს დააარსა.