ცნობილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ლოკაციები - გოლეთიანი

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დაასახელა ის ქალაქები და კონკრეტული ადგილები, სადაც დღეს, 16:00 საათზე საპროტესტო აქციები გაიმართება:

  • სოფელი გუმათი — ჰესთან;
  • ბათუმი — ერას მოედანი;
  • ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე;
  • ბოლნისი — ცენტრალური შესასვლელი;
  • რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერი;
  • ზუგდიდი — მთავარი მოედანი;
  • ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან;
  • წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან (ტაბიძის );
  • ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან;
  • ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან;
  • ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩა;
  • თერჯოლა – ცენტრი, საკათედრო ტაძარი;
  • რუისი – აგრო ბაზრის მიმდებარედ;
  • რუისი — აგრო ბაზრის მიმდებარედ;
  • გორი — სტალინის ბაღი;
  • ზესტაფონი —მერიის წინ სკვერში;
  • ცაგერი — შესასვლელ მაგისტრალზე;
  • თელავი — ცენტრალურ შესასვლელთან.

ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს პროტესტის მხარდამჭერებს, ჩამოთვლილ ქალაქებში, კონკრეტულ ლოკაციებზე ერთი საათით მივიდნენ. შეკრება გაიმართება და პროტესტის მომხრეებს მისვლა შეეძლებათ გუმათჰესთანაც:

„რაც უფრო მეტნი ვიქნებით სხვადასხვა ლოკაციაზე მნიშვნელოვანია. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, რომ მიხვიდეთ. ხელისუფლებამ პრაქტიკულად, გადაჭრით გვითხრა უარი დიალოგის შესაძლებლობასა და გაგრძელებაზე თავისივე ქმედებებით. გამომდინარე იქიდან, რომ ის პირობები არ შესრულდა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და დავაყენეთ ჩვენ [საკითხი] რომ გაჩნელიყო სივრცე დიალოგის კონსტრუქციულად წარმართვისთვის.

მოგიწოდებთ ახლა, რომ თითო საათით ჩვენ-ჩვენს სივრცეში შევიკრიბოთ, მეგობრებო. ანუ, ეს იქნება ერთაათიანი შეკრება – გამაფრთხილებელი, რასაც დღეს ჩვენ ჩავატარებთ. დავანახებთ ხელისუფლებას, რომ მთელი ქვეყანა, მთელი ერია ჩართული ამ პროცესში და მათ არ მიეცემათ საშუალება და შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიანთ ჭკუაზე მიიღონ მთელი რიგი გადაწყვეტიკებები რაც ეხება ჩვენს სახელმწიფო ინტერესსა და საერთო ინტერესს. ამიტომ, ამ ერთსაათიანი შეკრებით დღევანდელ დღეს გავაფრთხილებთ მათ, რომ მოეგონ გონს და ადეკვატური და შესაბამისი ნაბიჯები გადაგდან“, – განაცხადა გოლეთიანმა.


რიონის ხეობის მცველებმა მთავრობის დღევანდელი განცხადების შემდეგ, თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღიც დააანონსეს და თქვეს, რომ აქცია 23 მაისს გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით აქტივისტების მიერ წაყენებულ პირობებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკაშვირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.

ასევე, მთავრობის ცნობით, „ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე“.

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – ნათქვამია განცხადებაში.