ცნობილია ოპოზიციის მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიის ხუთეული

პუბლიკა

„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელმა მრავალპარტიულმა კომისიამ“ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეადგინა.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, კომისიის წევრებმა „შავ სიაში“ შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ბოკუჩავას თქმით, სიის მომდევნო წევრთა ვინაობა მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ე.წ. შავი სია გადაეცემა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, რომელთაც სიაში მყოფი პირებისადმი სანქციები უნდა უზრუნველყონ, მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების უფლების შეზღუდვა და ა.შ.