ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება

პუბლიკა

ცოფის შემთხვევის გამო ხონში კარანტინი გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა.

მერის ინფორმაციით, ძაღლმა სამი ბავშვი დაკბინა. ფაქტი წინა კვირაში მოხდა. სამივე მათგანს ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ცოფის შემთხვევა დღეს დადასტურდა. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 15 ადამიანი,  ვისაც ძაღლთან ჰქონდა შეხება.