ცოლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის პროკურატურამ კაცს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცოლს სხეულის სხვადასხვა არეში 9 იანვარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული დაზიანებების შედეგად კი ქალი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.  აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დანით  გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა, იგი ამჟამად მოთავსებულია საავადმოყოფოში და გადის შესაბამის მკურნალობას”, – წერია განცხადებაში. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტები (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.