ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დღეს ბრალდებულს, 1957 წელს დაბადებულ ზ.ვ-ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან  – 1964 წელს დაბადებულ ლ.ზ.-სთან, რომლის დროსაც ზ.ვ.-მ დაზიანება მიაყენა მას. აღნიშნულის შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს”, – ამბობენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.