კასპში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.