„ზურა ჭავჭანიძემ შიმშილობა შეწყვიტა”, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ცოლმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს სხდომის დასრულების შემდეგ ჭავჭანიძემ მას ციხიდან დაურეკა და უთხრა, რომ შიმშილობას წყვეტყა.
ჭავჭანიძე პროტესტის ნიშნად ორი თვე შიმშილობდა. მან ამის შესახებ დღეს გამართულ პროცესზეც ისაუბრა:
„ორჯერ უკვე მომატრიალეს საიქიოდან, ცუდად გავხდი. ვშიმშილობ. გექნებათ ამის ოქმი თქვენ. გონება დაკარგული მქონდა და უკან დამაბრუნეს.ჩემი შიმშილი პირადად ჩემი დამოკიდებულებაა ხომ და ეს განპირობებულია იმით, რომ ერთადერთი, რაც ფასეული გამაჩნია მე პირადად, ეს არის ჩემი პატიოსანი, კანონმორჩილი ადამიანის სახელი…
მე ცოცხალი როგორ ვარ დარჩენილი, არ ვიცი, ღმერთის ძალაა…“, – თქვა ზურაბ ჭავჭანიძემ პროცესზე.
ზურაბ ჭავჭანიძე ბრალდებულია 4 ოქტომბრის საქმეზე. მას ორი მუხლი წაუყენეს:
– სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
– ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.