ცოლისთვის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე რუსთავში მამაკაცი დააკავეს

პუბლიკა

რუსთავში, მაღაზიაში, ქმარმა ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – ინფორმაციას „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ცოლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია  11 პრიმა 151-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის.