ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ტყიბულის მერიის თანამშრომელს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

პუბლიკა

ტყიბულის მერიის თანამშრომელი, რომელსაც მეუღლეზე ძალდობას ედავებიან, 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

ტყიბულის მერიის თანამშრომელი შვილების თვალწინ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 16 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.