ცოლზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

პუბლიკა

ცოლზე ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„1985 წელს დაბადებული ა.კ. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს – 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.