ცოლზე ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”, – წერს შსს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.