ComCom-ის თავმჯდომარემ მისწერა დონორს და ჩვენი დაფინანსების შეწყვეტა მოითხოვა – კაპანაძე

პუბლიკა

ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მასაც ჰქონია შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ მიმართა დონორს, შეეწყვიტათ დაფინანსება ორგანიზაციისთვის.

„ჩემთვის პირადად,  ეს არ არის პირველი შემთხვევა. „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პირები ხშირად ცდილობენ მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებას. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ პირადად მისწერა ჩემს დონორს და მოითხოვა დაფინანსების შეწყვეტა, რადგან ჩვენ კრიტიკულად განვიხილავდით კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას წლების განმავლობაში“, – ამბობს ნათია კაპანაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

გუშინ ინგლისურენოვანი გამოცემის OC Media-ს თანადამფუძნებელმა, მარიამ ნიკურაძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს, პაპუაშვილმა დონორებზე ზეწოლა სცადა და წერილით მიმართა.