დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კიკვიძის ბარის გახსნეს
„გულს უხარია, დღეს აქ, რასაც ვხედავთ. ცოტათი, ოდნავ, ჩვენსავე მიღებულ რეკომენდაციას ვარღვევთ, 200 ადამიანის შეკრებაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას თბილისელები გვაპატიებენ, იმიტომ რომ დღეს ამ სკვერის ახალი სიცოცხლე იწყება”. – თქვა პრემიერმა.
მისი თქმით, თბილისში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი რაღაც ისეთი გაჩნდა, რაც ჩვენს თვალსა და გარემოს არ მოსწონს, “მაგრამ თბილისის მერია და მერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეტი რეკრეაცია და სიმწვანე იყოს, სულ უფრო და უფრო მეტი ადგილი იყოს, სადაც ჩვენი შვილები და ბავშვები ისეირნებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და ეს არ უნდა იყოს ერთ-ერთი. ასეთი უნდა გვქონდეს კიდევ ბევრი”. – თქვა მან.