ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „პუბლიკას“ ინფორმაცია საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.
გამსახურდიას საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს სასამართლომ 4 წლით, ხოლო ამავე ბრალდებით დაკავებულ კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. ექიმებით თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმა ჰქონდა როგორც გულ-მკერდის, ასევე თავის ტვინისა და ქალის.
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალით 2 პირი დააკავა, ამ საქმეზე დაკავებულ დანარჩენ 3 პირი, ბრალდებულები იყვნენ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.