ცოტნე გამსახურდიას მეუღლე გამოძიების ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება

პუბლიკა

კატეგორიულად, კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ვერსიას, – ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება.

„კმაყოფილი ვარ, რომ ასე ოპერატიულად აიყვანეს დამნაშავეეები, მხოლოდ არ ვეთანხმები ვერსიას, რომ ცოტნეს თავს დაესხა მხოლოდ 1 ადამიანი და 4 უყურებდა ამას. ეს არის გამორიცხული. იმიტომ, რომ კარგად ვიცი ცოტნეს ფიზიკური მომზადების შესახებ, ის იყო ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანი, ფიზიკურადაც დიდი იყო საკმაოდ, მინახავს ცოტნე ბევრჯერ სხვადასხვა სიტუაციაში და ორი კაციც ვერ მოერეოდა მას, გამორიცხულია”, – ამბობს გამსახურდიას მეუღლე.

ჯაბაურს მიაჩნია, რომ ცოტნე გამსახურდიას თავს 4-5 კაცი დაესხა.

„რა თქმა უნდა, 4-5 კაცი ცოტნეს თავს დაესხა. მე ბრძოლის ველიც ვნახე, თავისი ნამტვრევებით, ყავარჯენის ნამტვრევები და სისხლის ესხა ყველგან. თავიდან იფიქრებდით, რომ ჯგუფური ჩხუბი იყო, მაგრამ ცოტნე იყო ერთი, მე გავაცილე სახლიდან და იქ დაეხა თავს 4-5 კაცი. ეს არის მეზობლების ვერსიაც და ეს არის ლოგიკურიც. ამიტომ კატეგორიულად გამოვრიცხავ იმას, რომ ცოტნეს 1 კაცი ცემდა და 4 უყურებდა”, – ამბობს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე.


შსს-ს ცნობით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი, ხოლო 4 პირი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით;

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს ვერაზე დაჭრეს. ექიმებით თქმით, პაციენტს მრავლობითი ტრავმა ჰქონდა როგორც გულ-მკერდის, ასევე თავის ტვინისა და თავის ქალის.