ცოტნე კობერიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე ბათუმის საქალაქო  სასამართლომ სამართალდამრღვევად არ ცნო – ამის შესახებ „პუბლიკას” სასამართლოში განუცხადეს.

მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ცოტნე კობერიძის თქმით, მან გუშინ, 3 აპრილს ბათუმის ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის შემდეგაც ის დააკავეს.