ცოტნე კობერიძის საქმეზე სამართალდარღვევა სააპელაციომაც არ დაადგინა

პუბლიკა

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პარტიის პარტიის წევრი, ცოტნე კობერიძე სამართალდამრღვევად არ ცნო.

„შეგიძლიათ, მონებს თამამად დაუძახოთ მონები. ღარიბაშვილზე ხსნილია“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ცოტნე კობერიძის თქმით, 3 აპრილს ბათუმის ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს „ბიძინას მონა“ დაუძახა, რის შემდეგაც ის დააკავეს.