საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რაც უფრო თანმიმდევრულად შესრულდება შეზღუდვები მით მალე იქნება შესაძლებელი მისი მოხსნა.
„რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწარაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას რაც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით აქვს მთავრობას.
ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ covid-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ, როგორც პირბადით, ისე ხელთათმანებით შრომას ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყო მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებულების სწორი და წარმატებული მართვის. დღეს უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ზედმიწევნით შევასრულოთ ეს შეზღუდვები, რომ მაისის შუა რიცხვებამდე ნელ-ნელა მოიხსნას. ესაა წინაპირობა. სხვა შემთხევვაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა გადავადდეს თვეობით, ესაა რეალობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიმართავენ.
„მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოეს დღეებში მიმართოს პარლამენტს ქვეყანაში 10 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე“, – განაცხადა გახარიამ.