Covid-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო დახმარების 18 თანამშრომელს - ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 თანამშრომელს Covid-19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით,  გუშინ სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი იყო 7 საეჭვო შემთხვევა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან. ამ დროისთვის ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული. ჯამში, Covid-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16, ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.