Covid-19 | გადამზადდა სამედიცინო ფაკულტეტების დაახლოებით 1700 სტუდენტი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გადამზადდა სამედიცინო ფაკულტეტების, დაახლოებით, 1700 სტუდენტი, რომელთაგან კოვიდთან ბრძოლაში 800 აქტიურად იყო ჩართული და მისი ინფორმაციით, კიდევ მეტი ჩაერთვება.

„ზოგიერთს [სტუდენტს] აქვს კონტრაქტი გაფორმებული შესაბამის კლინიკებთან, ხოლო ძირითადი მაინც მოხალისეობაა“, – განაცხადა მან.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 8 დეკემბრის დილის მონაცემით, 179 მედპერსონალია (ექიმი, ექთანი, უმცროსი პერსონალი) ინფიცირებული.