Covid-19 | გორში ექიმი-უროლოგი გარდაიცვალა

პუბლიკა

გორში, კლინიკა „გორმედში“ ექიმი-უროლოგი, 65 წლის მირიან არსაკიძე გარდაიცვალა.

კლინიკის რეანიმაციული სამსახურის ხელმძღვანელი, ტატო ქაჯაია აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის ფონზე დაზიანებული ფილტვი – პნევმონია, ფილტვის ბაქტერიული ინფიცირება, განვითარებული სეფსისი და სეპტიკური შოკი გახდა.

„კლინიკაში შემოსვლისას ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე.

დადასტურებული ვირუსით,  ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მაშინვე მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება მძიმე იყო;

პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი. სამედიცინო საზოგადოება უკიდურესად ვწუხვართ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო“, – განაცხადა მან.