საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 ახალი სემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 050 პაციენტი და გარდაიცვალა 25 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაცია stopcov.ge-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 202, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 79, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 98, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
„ამ ეტაპზე ინფიცირების 7 254 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.