საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 და გარდაიცვალა 25 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა რეგინების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი – 72 შემთხვევა;
- აჭარა – 13;
- იმერეთი – 5;
- ქვემო ქართლი – 4;
- შიდა ქართლი – 0;
- გურია – 5;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4;
- კახეთი – 5;
- მცხეთა-მთიანეთი – 0;
- სამცხე-ჯავახეთი – 2;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.
მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 10 295 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 795 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში და 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.