COVID-19-ის 399 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 356 და გარდაიცვალა 10 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, აქედან 15 093 ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  399 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 230 შემთხვევა, აჭარა – 22, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 23, შიდა ქართლი – 17, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური  3 991 შემთხვევაა, საიდანაც: 1 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე  302 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 86 პაციენტი. 195 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 281 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.