COVID-19-ის 450 ახალი შემთხვევა და 4 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 254 და გარდაიცვალა 8 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 293 კვლევა ტესტით, აქედან 13 751 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 542 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.59 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 22, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 3 958 შემთხვევაა, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 303 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პაცინტი. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.