„Covid-19-ის 8 ახალი შემთხვევიდან 1 გაჩიანის წყაროა და 1 - სამედიცინო პერსონალი“, - ეზუგბაია

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით ახალი 8 შემთხვევიდან 5 შემოტანილი შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია.

„1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ გაჩიანის წყარო. კიდევ 1 შემთხვევაა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. კიდევ 1 შემთხვევა – სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1168;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 940;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 6588;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.